“მომავლის ბანაკი” დღეს ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნება

0

banakiiiiiiბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა “მომავლის ბანაკი” დღეს საზეიმოდ გაიხსნება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , ანაკლიაში “მომავლის ბანაკს” მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრება.

ბანაკის ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

“მომავლის ბანაკს” მოზარდებისგან დაკომპლექტებული 6 ნაკადი, საერთო ჯამში 1728 მოზარდი ესტუმრება. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 14-18 წლამდე მოზარდები საქართველოს რეგიონებიდან.

განათლების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკულ თემაზე.

ოლიმპიური კომიტეტის წრამომადგენელთა მიერ, ბენეფიციართა შორის შეირჩევიან ევროპული ახალგაზრდული ოლიმპური ფესტივალის “თბილისი 2015” -ის მოხალისეები.

მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ ლიდერები. მონაწილეთა თითოეულ 24 კაციან ჯგუფზე პასუხისმგებელია განსხვავებული სქესის ორი ლიდერი, რომლებიც ტრენინგის საფუძველზე შეირჩნენ.
პროექტის მიზანია, სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სხვა ახალი ამბები: