მომღერალ ჯაბა ქარსელაძეს უკრაინამ მაღალი თანამდებობა შესთავაზა

0

jaba_karseladzeქართველ მომღერალს ჯაბა ქარსელაძეს უკრაინაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დასაქმება შესტავაზეს. ამის შესახებ მან  პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგზავნილი წერილით შეიტყო. მომღერალი, რომელიც ამჯერად პარიზში ცხოვრობს, შემოთავაზებას არ თანხმდება და ის პირად “თავისუფლებას” ირჩევს, ვიდრე ფინანსებს. ამის შესახებ ჯაბა ქარსელაძე სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე წერს.

“დილა მშვიდობისა!!! ესეიგი შაბათი გათენდა და დამხვდა მაილი უკრაინიდან !!!მთავაზობენ სამსახურს ძალიან კარგიი პირობებით და იმდენად კარგით რომ აი ცოტა რომ გაგიევლებს თავში ხომ არ გადავსულიყავითქო მარა მერე რომ დავფიქრდი, ყავა რომ დავლიე ეიფელის კოშკს გავხედე და ფანჯარა გამოვაღე მივხვდი მე რომ პარიზს და აი ამ თავისუფლებას და ევროპელობას ვერ გავცვლი ფინანსებში! რა ვქნა აბა ეხლა კი მოდაშია უკრაინაში მუშობა და ფულის საკეთებლად კაი დროა მარა LIBERTE-ს არაფერი არ ჯობია!”-წერს ქარსელაძე.

სხვა ახალი ამბები: