მორიგი კვლევის შედეგები: მარგველაშვილი– 32.70%; ბურჯანაძე– 28.70%; ბაქრაძე– 14.06%

0

imgსაპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგის პირველ სამეულს გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე დადავით ბაქრაძე იკავებენ. აღნიშნულთან დაკვშირებით, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა”  17 სექტემბერიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის მასშტაბით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

გიორგი მარგველაშვილი – 32.70%,

ნინო ბურჯანაძე – 28.70%,

დავით ბაქრაძე 14.06%,

შალვა ნათელაშვილი – 5.70%,

გიორგი თარგამაძე – 1.60%,

არც ერთს2.90%,

ჯერ არ გადამიწყვეტია8.50%,

სხვა5.50%.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა – 78.90% 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. რესპონდენტთა 10.06% – არ აპირებს, ხოლო 10.09%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” ინფორმაციით,  გამოკითხვაში მონაწილეობა 3755-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა თბილისის რამდენიმე უბანსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ჩატარდა. ასევე განხორციელდა სატელეფონო გამოკითხვა.

სხვა ახალი ამბები: