მოსახლეობის უმეტესობა შსს-ს საქმიანობას დადებითად აფასებს

0

shenobaსამოქალაქო ჩართულობის ცენტრის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა, დადებითად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას აფასებს.

კვლევის ცენტრის წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილისა და თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ კვლევები თბილისის მასშტაბით, რამდენიმე უბანში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, პირდაპირი ინტერვიუებისა და ინტერნეტ გამოკითხვის პრინციპით აწარმოა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2-დან 26 ივლისის ჩათვლით 3 982-მა საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ მიიღო.

კითხვაზე, რომელი სამინისტროს საქმიანობას აფასებთ ყველაზე დადებითად, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – 880;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – 800;
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 540;
4. საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 460;
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 210;
6. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო – 210;
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – 200;
8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 190;
9. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო – 150;
10. საქართველოს კულტურისა და ძეგთა დაცვის სამინისტრო – 110;
11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – 70;
12. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 60;
13. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო – 50;
14. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 30;
15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 20;
16. საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო – 0.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ არჩევნების შემდეგ წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელ რეფორმას მიიჩნევთ ყველაზე წარმატებულად 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, გამოკითხულთა 980-მა ადამიანმა მხარი საჯარო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების რეფორმას დაუჭირა, 880 ხმა ერგო სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, 660 ხმა – უფასო მშობიარობას, 450 ხმა – კომუნალური გადასახადების შემცირებას, ასევე, 450 ხმა მიიღო საყოველთაო ამნისტიამ, 400 ხმა მიიღო გაზრდილი სოციალური დახმარების პროგრამამ, 240 ხმა ერგო სასამართლო რეფორმას, 200 ხმა – გაზრდილ პენსიებს და 8 ხმა მიიღო სამხედრო მოსამსახურეების გაზრდილი ხელფასების რეფორმამ, ხოლო 60-მა ადამიანმა სხვადასხვა რეფორმა მიიჩნია წარმატებულად.

სხვა ახალი ამბები: