მოსკოვის პოლიციამ გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა

0

previewმოსკოვის პოლიციამ ბიზნესმენ ადილ მაჰმუდოვის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი, ეროვნებით ქართველი, 34 წლის თენგიზ მიმინოშვილი წუხელ დააკავა.

მიმდინარე წლის მარტში   ადილ მაჰმუდოვი რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში მოკლეს. 45 წლის ბიზნესმენი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა მრავალი წლის განმავლობაში გენერალურ პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ნაცნობობით სარგებლობდა.

45 წლის ადილ მაჰმუდოვის მკვლელობის მოტივად ბიზნესგარიგებები სახელდება. ეჭვმიტანილის სახით მოსკოვის პოლიციამ ეროვნებით ქართველი  34 წლის თენგიზ მიმინოშვილი დააკავა, რომელიც სავარაუდოდ იმ რესტორანში ქეიფობდა სადაც მოკლული მაჰმუდოვი. წინასწარი ინფორმაციით მაჰმუდოვსა და მიმინოშვილს შორის რესტორნის ვერანდაზე შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც სროლის ხმა გაისმა. მიმინოშვილი რესტორნის დარბაზში დაბრუნდა, მეგობრებს დაემშვიდობა და რესტორანი დატოვა. რამდენიმე წუთში კი რესტორნის ოფიციანტმა ვერანდაზე მოკლულის ცხედარი ნახა, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ადილ მაჰმუდოვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

აფხაზეთში, გულირიფშის რაიონში მცხოვრები თენგიზ მიმინოშვილი ამ დრომდე ძებნაში იმყოფებოდა. როგორც რუსული პრესა იუწყება, მიმინოშვილი მაჰმუდოვის მკვლელობას არ აღიარებს და ბიზნესგარჩევებში მესამე პირის არსებობაზე საუბრობს. მოსკოვის პოლიცია ამ დროისთვის სავარაუდოდ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებს.

სხვა ახალი ამბები: