მოსკოვის სასამართლომ გივი თარგამაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

0
82636რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრ, გივი თარგამაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. 
სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით გამოძიებამ მიმართა. 
გივი თარგამაძე ბრალდებულია რუსეთში მასობრივი არეულობების მომზადებაში.
ამასთან, მოსკოვის პოლიციამ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეზე ფედერალური ძებნა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. 
რუსეთში მასობრივი არეულობის მომზადებაში ბრალდებული ქართველი პოლიტიკოსი ძებნილ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი.
ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბლადებულად ცნო რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში „მემარცხენე ფრონტის” ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით. 
ქართული მხარის ინფორმაციით, გივი თარგამაძე, მოთხოვნის შემთხვევაში, რუსეთს არ გადაეცემა.

სხვა ახალი ამბები: