მოსკოვში მცხოვრები ქართველი ებრაელები თბილისელებს ეხმარებიან

0

11425122_923688874356050_8413643696117282399_nმოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ებრაელებმა დახმარება გამოგზავნეს თბილისში. მათ მიერ გამოგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს 13 ივნისის ღამეს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მიიღებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ში ქართველი ებრაელები თავად იტყობინებიან. პარალელურად კი ამავე ქსელში შესაბამისი ფოტოებიც განათავსეს.

“დღეს მოსკოვში მცხოვრები ქართველები გავვერთიანდით რათა ერთად ამოვდგომოდით ქართველ ერრს მხარში მიხედავად მანძილისა!!ეხლა ვხვდები ყველა აქ მცხოვრები ქართველისთვის და მათ შორის ჩემთვისაც როგორი მტკივნეულია დღეს საქართველო!!! ვამაყობ რომ ჩემი წვრილი შევიტანე ამ ყველაფერში ბედნიერი ვარ რადგან ვიცი რომ ქართველი ერი მიიღებს ამ დახმარებას.

 მიხარია რომ დღეს მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც საქართველოს და ქართველ ერს ეხმარება. მინდა რომ საქართველოს კვლავინდებური სახე დაუბრუნდეს ჩვენი ერის მეშვეობით. ვამაყობ რომ ვარ მოსკოვში მცხოვები ქართველი გოგონა!!! რაც დრო გადის ვხვდები რა მტკივნეულია თბილისის ეს დღეები. ვწუხვარ, რომ უმეტესობა სიკვდილის შვილი გახდა…ეს რ უნდა მომხდარიყო..ყოველი დღე ვხვდები თუ რა ბედნიერებაა როცა უყურებ ხალხის დიდ ნაკადს გმირთა მოედანზე რომელიც საქართველოს გადასარჩენად იბრძვის!!! ასეთები უნდა მრავლდებოდეთ!!”-წერს facebook-ში ნანა ლუკაშოვა.