მოსკოვში რუსმა ჟურნალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

0

kostileviმოსკოვში რუსმა ჟურნალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ანტონ კოსტილევი გარდაცვლილი სახლში იპოვეს.

ჟურნალისტმა და პროდიუსერმა ანტონ კოსტილევმა თავი მოიკლა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Russia Today  ჟურნალისტისა და პროდიუსერის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი საკუთარი სახლის აბაზანში ნათესავებმა ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ანტონ კოსტილევი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

ცნობისათვის, ანტონ კოსტილევი “რია ნოვოსტის” მთავარი პროდიუსერი იყო. გასული წლიდან კი ის Russia Today-ის მთავარი პროდიუსერის პოზიციაზე დასაქმდა.

სხვა ახალი ამბები: