მოუწესრიგებელი ავტოპარკინგი და ზუგდიდის მერიის სამომავლო გეგმები (ფოტო)

0

11097196_774732322621901_594139146_oქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე ავტოპარკინგის საკითხი ჯერ ისევ მოუგვარებელია. ამას მოწმობს საინნფორმაციო სააგენტო smo.ge-ს მიერ სხვა და სხვა ადგილებში გადაღებული ფოტოები, სადაც ავტოსადგომად ტროტუარებიც კი არის გამოყენებული. აღნიშნული საკითხის გასარკვევად smo.ge-მ ქალაქ ზუგდიდის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსს დავით ხუბუას მიმართა, რომლისგანაც ამომწურავი პასუხები მივიღეთ. ხუბუას განცხადებით, გაისად ქალაქის ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის ავტოპარკინგები მოეწყობა, როგორც ტაქსებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის და ადგილობრივებისთვისაც.

11085742_774732449288555_1861777939_o11090455_774734129288387_905013571_o11091055_774734165955050_541161312_o11105957_774734172621716_2001947236_o11097196_774732322621901_594139146_o“რაც  შეეხება პარკირების წესების დარღვევას მოგეხსენებათ, მანქანები ყოველდღიურად მატულობს ამის პარალელურად კი ჩვენ მუდმივად გამოვყოფთ პარკირების ადგილებს, როგორც მანქანებისათვის ისე ტაქსებისთვის. ვგეგმავთ განვახორციელოთ პროექტი პარკირების ადგილების კეთილმოსაწყობად, რაც ვითარებას მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გამოასწორებს”-აცხადებს დავით ხუბუა.

ქალაქის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმღვანელის განცხადებით მერია ამ ეტაპზე აღნიშნული პარკინგის მოსაწყობად არ გეგმავს რომელიმე კომპანიის შემოყვანას. თავად ავტოპარკები კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა.

“ავტოპარკების მოსაწყობად რომელიმე კონკრეტული კომპანიის შემოყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ ვაპირებთ მთელი ქალაქის ტერიტორიაზე უკვე არსებული პარკირების ადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასეთი ადგილები მოეწყობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის განხორციელების შემდეგ აღნიშნულ ადგილებზე შესაძლებელი იქნება ერთდროულად 1000 -1300 მანქანის პარკირება. ტენდერი გამოცხადდება ცალკე ადგილზე, სადაც განთავსდება ტაქსები. ტაქსის მძღოლებთან გაფორმდება ხელშეკრულება. ამის შემდეგ მათ საშუალება ექნებათ იმუშაონ მათთვის ხელსაყრელ პირობებში. ამ რეფორმის გარდა ჩვენ უკვე დავიწყეთ ქალაქის შიდა მარშრუტების პასპორტიზაცია. ეს პროცესი დასრულდება 15 აპრილამდე,რომლის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანაზე. უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიას, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს გამოცდილება ამ სფეროში, ასევე გააჩნდეს ინფრასტრუქტურული ბაზა. გამარჯვებულ კომპანიას გაუფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მათ დაავალდებულებს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და ტარიფის რაიმე სახით ცვლილებაზე ქალაქის შესაბამისი სამსახურების საქმის კურსში ჩაყენებას. მათ მიეცემათ რეკომენდაცია დაასაქმონ ადგილობრივი მძღოლები, რათა ამან არ გამოიწვიოს რაიმე სახის უკმაყოფილება”-აცხადებს დავით ხუბუა.

მასალა მოამზადა ბესიკ ღვინჯილიამ

სხვა ახალი ამბები: