“მოქალაქის” საგანმანათლებლო პროექტი “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” ზუგდიდში

0

11001560_628977680568756_7975047110970172038_oდღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ საგანმანათლებლო პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიასთან, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი თოდუასთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან საინფორამციო სახის შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებმა გამგეობის წარმომადგენლებისგან მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ–ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიიღეს და მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ.

პროექტი „სტუდენტების თვითმმართველობისათვის“ მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, ახალგაზრდების აქტიური ჩართვა თვითმმართველობის პროცესებში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუდენტების ჩამოყალიბება ამ სფეროს პროფესიონალებად.

ოთხი ადამიანისგან შემდგარი სტუდენტური ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში შეეცდება მუნიციპალიტეტის პრობლემების და საჭიროებების შესწავლას რის შემდეგაც, როგორც თავად განმარტავენ, ისინი შეეცდებიან შეიმუშაონ ალტერნატიული გეგმა თუ „როგორ შეიძლება განვითრადეს მუნიციპალიტეტი“.
გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ სდუტენტურ ჯგუფს სოფლის კრებებში (რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება) მონაწილეობა და მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია შესთავაზა.

სხვა ახალი ამბები: