მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

0

otar-megvineti181 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად ცნობილი ქართველი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა.

მას ოცამდე კინო როლი აქვს შესრულებული. თამაშობდა მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში. დათა თუთაშხიას როლის შესრულებისთვის მას მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.

ოთარ მეღვინეთუხუცესი თბილისში, 1992 წლის 16 იანვარს დაიბადა. მან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. მეღვინეთუხუცესმა შეასრულა როლები ქართულ კინოფილმებში “დათა თუთაშხია”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “მთვარის მოტაცება”, “მზე შემოდგომისა”, “კეთილი ადამიანები”, “ნატვრის ხე”, “თეთრი ბაირაღები” და ა.შ.

სხვა ახალი ამბები: