მსოფლიო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად

0

msofliooooსოციალურ ქსელ facebook-ში არსებულმა ჯგუფმა „ქართული პროექტი“ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაღებული ფოტოები გაავრცელა, სადაც ამავე ქვეყნების წარმომადგენლები არიან აღბეჭდილი. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად უკავიათ ფურცლები წარწერით „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა!“

აღნიშნული წარწერის ქვეშ გამოსახულია საქართველოს რუკა ე.წ საზღვრების გარეშე. ფურცლებზე დახატულ რუკაზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშია.