მსოფლიო ღია რეიტინგული შეჯიბრი სპორტცეკვებში “კავკასიის თასი 2015” დასრულდა

0

11377374_778201165629539_8186733350710305649_nთბილისში საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიო ღია რეიტინგული შეჯიბრებები “კავკასიის თასი 2015” საქართველოს სპორტცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ 15–16–17 მაისს – სპორტ კომპლექს არენაში – XX ტრადიციულ მსოფლიო ღია რეიტინგულ შეჯიბრს – „კავკასიის თასი 2015“ უმასპინძლა, რომლის ფარგლებში 3 დღის განმავლობაში ჩატარდა 7 ლიცენზირებული, საერთაშორისო შეჯიბრი, მათ შორის 2 უმნიშვნელოვანესი – ევროპული და ლათინო–ამერიკული ცეკვების პროგრამით – WDSF World Open Latin და WDSF Open Standard.

როგორც ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა – ივანე კანდელაკმა განაცხადა შეჯიბრებების ფარგლებში ჩატარდა საქართველოს 2015 წლის ეროვნული ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ”საქართველოს 2015 წლის ჩემპიონები ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით გახდნენ – მაქსიმ რიჟიკოვი და სალომე ჭაჭუა, ხოლო ევროპული ცეკვების პროგრამით კი: ოთარ ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგ-ნარი. ახალგაზრდების ქვეჯგუფში კი ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით საქართევლოს ჩემპიონები გახდნენ: ავთანდილ შონია და ელენე დავითაია.

აღსანიშნავია, რომ ეს წყვილები წარდაგენენ საქართველოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე”-განაცხადა კანდელაკმა. ცნობისთვის, შეჯიბრებებს 3 დღის განმავლობაში ემსახურებოდა მსაჯთა ბრიგადა 45 კაცის შემადგენლობით. მათ შორის 20 საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი – 15 ქვეყნიდან, ხოლო შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღო 1500–ზე მეტმა ათლეტმა, და 200–ზე მეტმა წყვილმა! მსოფლიო ღია რეიტინგულ შეჯიბრებებში ევროპული ცეკვების პროგრამით, ჩემპიონები გახდნენ – სიმონე სეგატორი და ანეტ სუდოლი (გერმანია) – მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონები და ევროპის 2015 წლის ჩემპიონები! ხოლო ლათინო–ამერიკული ცეკვების პროგრამით (ლათინი) – ჩემპიონები გახდნენ – არმენ ცატურიანი და სვეტლანა გუდინო (რუსეთი) – მსოფლიო რეიტინგის #1 წყვილი და ევროპის 2015 წლის ჩემპიონები! კავკასიის თასი 2015 ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, რისთვისაც ფედერაცია მადლობას უხდის მათ. შეჯიბრებების შემდეგ ჩატარდა 3 დღიანი მასტერ-კლასები, სადაც მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მუშაობდნენ ქართველ წყვილებთან ერთად.