მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ტრენინგები ჩაუტარდათ

0

10383583_513175672147680_7265894340485510405_nკოალიციამ “თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ ტრენინგების ციკლი, მეორე ჯგუფთან დღეს დაასრულა. ადგილობრივი თვითმმართველობების ახლადარჩეული თანამდებობის პირებისთვის სასტუმრო “ბომონდ გარდენში“ ტრენინგი დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობისთვის გაიმართა. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროგრამის, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) მხარდაჭერით ხორციელდება.

“არჩეული გამგებლებისა და მერების შეხვედრა და ტრენინგი, სადაც ყველა ქალაქის მერი, მათ შორის, დავით ნარმანიაც იქნება, ასევე ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტების გამგებლები. ეს პროცესი 3 ეტაპიანია. 13 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს გამგებლებს შევხვდით. ახლა კი თვითმმართველი ქალაქებისა და ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტების მერებთან და გამგებლებთან გავმართეთ ორდღიანი შეხვედრა.აღნიშნული ტრენინგების მიზანია, ახალი რეფორმის გაცნობა,  შეხვედრა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურს და ა.შ.”, – განაცხადა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა კოტე კანდელაკმა.

სხვა ახალი ამბები: