მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ე.წ “სოფლის კრებები” ტარდება

0

11082382_640055386127652_3652467215509414377_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრები სოფელ ერგეტაში, ცვანეში და ორულუში გამართეს. პროექტის ფარგლებში სოფელ ერგეტას მიმდინარე წელს 24 630 ლარი გამოეყო და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დღევანდელ კრებაზე სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და რამდენიმე მათგანს პრიორიტეტი მიანიჭეს.

მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სოფელ ერგეტაში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოხდება, მოიხრეშება შიდა გზები, გაიწმინდება სანიაღვრე არხები და მოსახლეობის თხოვნით, სოფლის შესასვლელში საზოგადოებრივი მოსაცდელი მოეწყობა. სოფელი ცვანე მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 13 957 ლარს მიიღებს.

მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებად მოსახლეობამ, სანიაღვრე არხების მოწყობა, ცენტრის კეთილმოწყობა, გარეგანათების დამონტაჟება და შიდა გზების რეაბილიტაცია დაასახელა.  ამავე პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი ორულუ მიმიდნარე წელს განსახორციელებელ პროექტებისთვის 46 328 ლარს მიიღებს.

აღნიშნული თანხით მიმდინარე წელს სოფელში გარე განათება დამონტაჟდება, მოხდება სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრი და მოიხრეშება შიდა გზები. მუნიციპალიტეტის გამგეობა ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს სოფლის კრებებს და მოსახლეობასთან ერთად განიხილავს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს.