მურად შამათავა უახლოეს მომავალში თანამდებობას დაუბრუნდება (VIDEO)

0

028ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, მურად შამათავას თანამდებობაზე დაბრუნების თაობაზე. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასაშუალებებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა კობა ბარამიამ განუცხადა. ბარამიას განცხადებით, ამის შესახებ საკრებულოს წევრები ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურად შამათავა მიჩნევს, რომ ის უსაფუძვლოდ გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან და რაიონული სასამართლოს დღევენდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მურად შამათავა ეჭვობს, რომ სენაკის საკრებულოს წევრებმა მოინდომონ სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება და ის ახლ;ო მომავალში საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაბრუნებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მურად შამათავა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 14 ივნისს, ხმათა უმრავლესობით (19 ხმა) გადააყენეს. დღეს კი სენაკის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს გადაწყვეტილება უკანონო ქმედებად ჩათვალა და შამათავა აღნიშნულ თანამდებობაზე დააბრუნა.

ვიდეო

 

სხვა ახალი ამბები: