თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ბათუმშია

0

mur4მურატ ილდირიმი ბათუმშია. ცნობილი თურქი მსახიობი ბათუმის საერთაშორიშო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა. მურატ ილდირიმი ზღვისპირა ქალაქში “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა.

თურქმა მსახიობმა 19.00 საათზე, ბათუმის “შერატონში” პრესკონფერენცია გამართა, მოგვიანებით კი სასტუმრო “ინტურისტში” საქველმოქმედო ვახშამია დაგეგმილი. შემოსული თანხა “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” ანგარიშზე ჩაირიცხება. გარდა ამისა, ლეიკემიისგან განკურნებული ბავშვებისა და თურქი მსახიობის მონაწილეობით რეჟისორი გიორგი ოვაშვილი სოციალურ ვიდეო კლიპს იღებს. მურატ ილდირიმი ამბობს, რომ ბათუმში კეთილი საქმის გასაკეთებლად ჩამოვიდა.

პოპულარული თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ხვალ ბათუმიდან თბილისში ჩავა.

სხვა ახალი ამბები: