მყარი ნარჩენების კომპანიამ ზუგდიდში ახალი ნაგავსაყრელი გახსნა

0

10525647_756957064343591_5728332894635302903_nზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო. პოლიგონს მეთვალყურეობას საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანია უწევს.

სოფელ დიდინეძის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საკუთრებაში 2013 წელს გადავიდა. პოლიგონის კეთლმოწყობის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა რიგი სამუშაოები: ნაგავსაყრელის ტერიტორია შემოიღობა, მასზე განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი რენდერი და ამკრძალავი ნიშანი; ასევე, ადგილზე დამონტაჟდა 60-ტონიანი სამანქანე სასწორი; მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება; მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. გარდა ამისა, პოლიგონზე განთავსდა თიხოვანი გრუნტის მარაგი, რომლითაც შეტანილი ნარჩენები გადაიფარება. გადანაყრები და საიზოლაციო ფენა, ბულდოზერის მეშვეობით, პერმანენტულად შემკვრივდება. 
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, განთავსდება უსაფრთხოდ. ნაგავსაყრელის შემდგომი ექსპლუატაცია ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების პრევენციას. 

“ჩვენ მოვინახულეთ ზუგდიდის განახლებული ნაგავსაყრელი, სადაც ჩატარდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ეს ნაგავსაყრელი არამხოლოდ ზუგდიდის, არამედ მიმდებარე ოთხ მუნიციპალიტეტს მოემსახურება. აქ ახალი სტანდარტებით ხდება ამ ნარჩენების ექსპლუატაცია”-აცხადებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხიაშვილი.

“ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე გაიხსნა განახლებული ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების კომპანიის მიერ, რომელიც მოემსახურება ოთხ რაიონსა და ქალაქ ზუგდიდს. ეს მართლაც მისასალმებელი ფაქტია, რადგან ამ მხრივ ყველაფერი იქნება მოწესრიგებული”-აცხადებს სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია.

სხვა ახალი ამბები: