ნაბაკევში ნაპოვნი ცხედარი ჭკადუაშიდან გატაცებული გოგიტა კვარაცხელია აღმოჩნდა

0

gogitaმოლაპარაკების შედეგად გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან გადმოასვენეს მოკლული მამაკაცის ცხედარი, რომელიც ოჯახის წევრებმა ადგილზე ამოიცნეს. ის სოფელ ჭკადუაშიდან ერთი თვის წინ გატაცებული, აფხაზეთის მკვიდრის გოგიტა კვარაცხელიას გვამი აღმოჩნდა.

გოგიტა კვარაცხელიას ოჯახს გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 500.000 დოლარის გადახდას სთხოვდნენ, შემდეგ კი გამტაცებლებმა 200.000 დოლარი მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გატაცებული ახალგაზრდის ლიკვიდაციით იმუქრებოდნენ.

გოგიტა კვარაცხელიას გატაცების მთავარ მიზეზად თავიდანვე სახელდებოდა ოჯახისთვის ფულის “შეწერვა”, რადგანაც კვარაცხელიას და ინგლისელ ბიზნესმენზე იყო დაქორწინებული.

24 წლის გოგიტა კვარაცხელია დაახლოებით ერთი თვის წინ ღამის საათებში ჯერჯერობით დაუდგენელმა ბანდფორმირებებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან გაიტაცეს. გატაცებიდან მეორე დღეს კი გამტაცებლები ოჯახს დაუკავშირდნენ და მის გამოსასყიდად 500.000 დოლარი მოითხოვეს.

სხვა ახალი ამბები: