”ნაბეღლავი” შესაძლოა გაძვირდეს

0
ax4”ნაბეღლავის” მწარმოებელი შემოდგომიდან წყლის გაძვირებას ვარაუდობს. როგორც „მარგებელი ჰოლდინგის” დამფუძნებელიმიხეილ სვიმონიშვილი აცხადებს, ეს გარდაუვალი იქნება, თუ მანამდე მთავრობა საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებისთვის ნაბიჯს არ გადადგამს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კომპანიას გარკვეული კომპრომისების იმედი აქვს.
სვიმონიშვილის შეფასებით, „წყალი მარგებელისთვის” წიაღით სარგებლობის მოსაკრებლის, 6 ლარიდან 18 ლარამადე გაზრდის ახლადმიღებული ნორმა დისკრიმინაციული და ამასთან არაგონივრულია, რადგან კვების ინდუსტრიაში, ჰოლდინგის მიერ დაწყებულ მსხვილ პროექტებს შეაფერხებს.
სვიმონიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ წიაღის გაძვირება საექსპორტო პოტენციალს რისკებს უზრდის, ამასთან ადგილობრივი გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას ზღუდავს, რაც დღეისთვის ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრეთ ბიზნესომბუდსმენ გიოირგი გახარიას, რომელიც აცხადებს, რომ ამ გარემოებებს მთავრობა ითვალისწინებს. ამ დროისთვის მუშავდება პროექტი, რომ დანაკარგები დაბეგვრის რეჟიმში არ მოხვდეს. ბევრი წყალი ძირითადად საბადოს აღწერის დროს იღვრება. გახარიას განცხადებით, ამ კომპონენტით „წყალი მარგებელის” საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად შემსუბუქდება.
ამასთან, მისივე ვარაუდით, სამომავლოდ, მტკნარი და მინერალური წყლები მარკირებას არ დაექვემდებარება, რაც ტვირთს უფრო ამსუბუქებს.
გახარიას აზრით, მოსაკრებლის, მხოლოდ „ბორჯომის” და „ნაბეღლავისთვის” გაზრდა, ბრენდის საფასურის გათვალისწინებით არ იყო გაუმართლებელი, მოტივაციაც გასაგებია, პრიორიტეტი, ადგილობრივი ბიუჯეტების შევსებაზე გაკეთდა.
ამ თემასთან დაკავშირებით, ”ბორჯომს” კომენტარი არ გაუკეთებია.

სხვა ახალი ამბები: