ნათია ლაზაშვილი PR-ის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი გახდა

0

ნათია ლაზაშვილიჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა. პოპულარული ქართველი ტელეწამყვანი PR-ის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველია. ნათია ლაზაშვილი მის დანიშნვას კონსულტანტად ადასტურებს.

ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი 1995 წლიდან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის პროგრამა კურიერის წამყვანი იყო, 2006 წელს მან ტელევიზია კოლეგებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა. 2012 წლიდან კი 6 წლიანი პაუზის, შემდეგ ნათია ლაზაშვილი ტელევიზიას დაუბრუნდა და მაყურებელმა ის “მეცხრე არხის” ეთერში იხილა. მეცხრე არხი ნათია ლაზაშვილმა 2012 წლის ოქტომბერში დატოვა.

სხვა ახალი ამბები: