ნანუკა ჟორჟოლიანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

0

nnnn12 ივლისს  ექსპერტი მიხეილ თავხელიძე თავის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა „ნანუკას შოუს“ მომავალ გადაცემას, რომელშიც იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ და უარყოფითად შეაფასა ჟურნალისტის კომპეტენცია, რაზეც ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხა -„მხოლოდ მიხარია ,როდესაც თქვენნაირი მარგინალი ნაცები მაკრიტიკებენ, ეს ერთი. მეორე იმიტირებულ ქრონიკაზე რას ფიქრობ, ნათიას რომ მიყავდა : )) და მესამე, დაუნებისთვის, არსებობს ოპრას და ელენის გადაცემები, სადაც ყველა პრეზიდენტი დადის.“

ამ ორი ადამიანის მწვავე მიმოწერა რამდენიმე საინფორმაციო პორტალმა გაასაჯაროვა

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა და პროფესიონალთა კავშირი „ჩვენი ბავშვები“, ასოციაცია „ერთად“, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ და ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან – წევრები, ნანუკა ჟორჟოლიანისგან  „დაუნის“ დამაკნინებელ სიტყვად მოხსენიების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ  2012 წლის 22 ოქტომბერს პროექტში “ცეკვავენ ვარსვლავები“, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ია ფარულავამ სიტყვა „დაუნი“ დამაკნინებელ კონტექსტში გამოიყენა, რასაც მოყვა არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა. ტელეკომპანია „იმედის“ მესვეურებმა ამავე გადაცემის ფორმატში მოიხადეს  ბოდიში – ამავე პროექტის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნანუკა ჟორჟოლიანიც გახლდათ…

არავის, მათ შორის ცნობილ ჟურნალისტებს, არ აქვს უფლება დამაკნინებელ კონტექსტში გამოიყენონ დაუნის სინდრომის სახელწოდება. მსგავსი შემთხვევები შეურაცყოფს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებას და აძლიერებს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადმიანთა მიმართ არსებულ სტერეოტიპებს.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა და პროფესიონალთა კავშირი „ჩვენი ბავშვები“

ასოციაცია „ერთად“

მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიმეგობროთ“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან

სხვა ახალი ამბები: