ნატალია ბერულავას facebook-ში დაბლოკილი თაყვანისმცემელი და ანა წითლიძის ევროპული ტურნე (ვიდეო)

0

ana da nataliსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ რუბრიკით “ერთი დღე” გადაწყვიტა ის ადამიანები წარედგინა თქვენს წინაშე, რომლების წლის სხვადასხვა ნომინაციებში იმარჯვებენ. დღეს საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტ ნატალია ბერულავასა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრს ანა წითლიძეს წარმოგიდგენთ. ნატალია ბერულავას რუბრიკა “ერთი დღე” სულ სხვა ამპლუაში წარადგენს თქვენს წინაშე. მან ნომინაციაში “წლის აქტიური ფეისბუკელი” პირველლობა არავის დაუთმო. ნატალია ბერულავა მოგვიყვება თუ რატომ სჯერა მეკვლის ახალ წელს. მოგვიმზადებს უგემრიელეს ყავას და რაც მთავარია გაგვანდობს ისტორიას, რომლის მიხედვითაც facebook-ში ახალგაზრდა თაყვანისმცემელი დაბლოკა.

რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრს ანა წითლიძეს მან ნომინაციაში წლის აქტიური და ორატორი დეპუტატი გაიმარჯვა. ანი წითლიძეს smo.ge საკრებულოს სხდომაზე ესტუმრა, სადაც მნიშვნელოვანი დღე ჰქონდათ. ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ქალაქის ბიუჯეტს ამტკიცებდა. საკრებულოს წევრი მოკლედ გვიამბობ თავის ევროპულ ტურნეზე, ასევე სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრება.

გირჩებთ ნახოთ smo.ge-ს ვიდეო, სადაც უფრო კონკრეტულად მოისმენ ზემოთხსენებულ ამბებს.