“ნაცებო ჩაჯექით, გავდივართ”-აქცია ზუგდიდის გამგეობასთან (ვიდეო+ფოტო)

0

nacebo chajeqiTზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს როლანდ ახალაიას ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ხელისუფლების გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციაზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი, ზუგდიდის ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია, როლანდ ახალაიას მეუღლე ნანი გაბედავა, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია და პარტიის სხვა წევრები.

 

აქცია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ორგანიზებით იმართება. აქცია სანქცირებული იყო და მას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იცავდნენ. აქციის მონაწილეების ოდენობა დაახლოებით სამასამდე იყო, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები სჭარბობდნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის გახდა ცნობილი აქციის მოსამზადებლად 14.000 ლარი დაიხარჯა.

12345678nacebo chajeqiTაქციის დასასრულს ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოპირდაპირე შენობიდან ბანერები გადმოკიდეს წარწერით “ნაცებო ჩაჯექით, გავდივართ!”. აღნიშნულ ფაქტს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან რეპლიკები მოჰყვა. საკრებულოს წევრმა მაიზერ ნანავამ რეპლიკებს რეპლიკითვე უპასუხა. დაახლოებით ერთ საათში აქცია ზუგდიდის გამგეობასთან დაიშალა.