“ნაციონალების” ოფისს ზუგდიდში ქვები დაუშინეს (VIDEO)

0

nacofficeზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ოფისში მყოფმა პირებმა და აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. ზუგდიდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დილიდან აქციას მართავენ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ახლობლები და ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეებმა ოფისში შეჭრაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ისინი მოითხოვდნენ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და თენგიზ გუნავამ უარი თქვან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობაზე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს  ტერორს განიცდიდნენ და დღეს თენგიზ გუნავას, როგორც დამნაშავე პირის დასჯას მოითხოვენ, რომელიც „არათუ არ არის დასჯილი, არამედ ჰყოფნის თავხედობა, კენჭს იყრიდეს“.

ამ დროისთვის პოლიციას შენობა მთლიანად ბლოკირებული აქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლულია. პაატა ქარდავას ოჯახის წევრების განცხადებით, შესაძლოა მკვლელობასთან თენგიზ გუნავასაც ჰქონდეს კავშირი.

სხვა ახალი ამბები: