“ნაციონალების” პრაიმერმა ზუგდიდში ხმაურისა და ლაყე კვერცხებისფონზე ჩაიარა (VIDEO)

0

ax3საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერი ზუგდიდის დრამატულ თეატრში  საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრებმა  კოალიცია „ქართული ოცნების,“ „დაიცავი საქართველოს“  და  „ქალები მშვიდობითსვის“ წევრების მიერ ორგანიზებული აქციის სირცხვილის კორიდორი მანქანებით გაირეს და შენობაში ისე შეაღწიეს. აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს წყლიანი ბოთლებიდა ლაყე კვერცხებიდაუშინეს.

შეხლა– შემოხლის შედეგად, დაზარალდნენ რიგითი მოქალაეები, ადგილზე მობილიზებული პოლიციელები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაშავდნენ, რომელთაც „ნაციონალებისათვის“ ნასროლი წყლიანი ბოთლი თავში მოხვდათ.

კოალიცია „ქართული ოცნების,“ „დაიცავი საქართველოს“  და  „ქალები მშვიდობითსვის“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგელების სამეგრელოში ჩასვლას დილიდან  აპროტეტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ამის მორალური უფლება არა აქვთ. აღნიშნულის ძირითად მიზეზად კი, ისინი სამეგრელოში, სამალავებში აღმოჩენილ ფარულ ვიდეოჩანაწერებს ასახელებდნენ.

ზუგდიდის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული სამართალდამცავი იყო მობილიზებული, რომლებსაც  სპეციალური კორდონი ჰქონდათ გაკეთებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატად შესარჩევი პრაიმერის მეოთხე ტურში, რომელიც ზუგდიდში ჩატარდა, ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი კანდიდატი:  დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია იღებდნენ მონაწილეობას.

სხვა ახალი ამბები: