”ნაციონალების” რევანში:- დაბრუნდება თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელში ხათუნა ბერძენიშვილი?

1

berdzeniSviliსაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი ამავე ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე ხათუნა ბერძენიშვილის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ყოველკვირეული გაზეთი ”ვერსია” აქვეყნებს. ხათუნა ბერძენიშვილი ტელევიზიიდან სწორედ გიორგი ბარათაშვილთან დაპირისპირების გამო წავიდა, რამდენიმე დღეში კი, თბილისის მერმა გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად საგანგებოდ დანიშნა.

”მართლაც, თუ პროცესებს თანმიმდევრულად მივყვებით, აღმოვაჩენთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ნაციონალური რევანში სახეზეა. გიორგი ბარათაშვილს, რომელიც ირაკლი ტრიპოლსკის მეუღლის ნათესავია, ტელევიზიაში რეორგანიზაციის დასრულება არავინ აცალა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვიდი კვირით ადრე, მაუწყებლის ბიუჯეტისა და არხის პრიორიტეტების შესახებ სრულყოფილი პასუხის ვერმიღების საბაბით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ისე, ბორდ-ის აღნიშნული განმარტება სრულყოფილ არგუმენტად ვერ ჩაითვლება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ გენერალური დირექტორ ბარათაშვილის მიერ, 29 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ზემოხსენებულ თემებზე დოკუმენტური მასალა გამოქვეყნდა.

ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება ბორდ-მა ახალი სატელევიზიო სეზონის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ სწორედ მაშინ მიიღო, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაუწყებელზე არსებული გადაცემები იხურებოდა და მათ “მეცხრე არხის” ჟურნალისტები – ეკა ბერიძე და ნანა ლეჟავა ახალი პოლიტიკური თოქ-შოუებით ჩაანაცვლებდნენ”-ვკითხულობთ ”ვერსიის” დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში.

“ვერსიის” ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება და საბოტაჟი ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულმა სამეურვეო საბჭოს წევრმა ეკა მაზმიშვილმა დაგეგმა. სხვათა შორის, ეკა მაზმიშვილი ბორდ-ის ერთადერთი წევრი არ არის, რომელიც წინა ხელისუფლების გუნდთან ასოცირდება – ერთ-ერთი წევრი ემზარ გოგუაძე სამეურვეო საბჭოში გიორგი ბარათაშვლის გადაყენებამდე ხუთი დღით ადრე დაინიშნა და ნაციონალების მეგობრად ითვლება, ამასთან, ბორდ-შია ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი გიორგი მელაძე, რომელიც დიდი ხანია, “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრია.

სხვა ახალი ამბები: