“ნაციონალები” პროვოკაციებისთვის ემზადებიან – “ოცნება” განცხადებას ავრცელებს

0

10355452_303260823176829_1740180858491431964_o„ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბი წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ მომსწრე ვიყავით “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არაერთი უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებისა.ისინი ავრცელებდნენ ისეთი ტიპის ინფორმაციებს,როგორიც არის: თითქოს ნიღბიანი ადამიანების გადაადგილება ქალაქში, დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის და მხარდამჭერების მიერ გამოხატული აღშფოთება „ქართული ოცნების“ შტაბთან დაეკავშირებინათ. არაერთხელ ატეხილი ხმაურისა, მათ არ უთანამშრომლიათ პროკურატურასთან. რაიმე რეალური საფუძვლის მქონე დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ ამ განცხადებების გასამყარებლად“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზემოაღნიშნულ განცხადებებს მიზანმიმართულად ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ სურს ის დამარცხება, რომლისთვისაც განწირულია, დაანონსოს როგორც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შედეგი“,- ამბობს მერაბ ქვარაია.

ამასთან, მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე საარჩევნო უბანში პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: