“ნაციონალები” სენაკში პროვოკაციებისთვის ემზადებიან: – გამგებელი საზოგადოებას აფრთხილებს

0

11194387_1604905539764577_1295095508527221733_oსენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე მუნიციპალიტეტის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. გამგებელმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ,,ანტიკორუფციული კომისიის’’ სენაკში დაანონსებულ ჩამოსვლასთან დაკავშირებით. კომისია, რომელიც,, ნაციონალური მოძრაობისა’’ და ,,თავისუფალი ზონის’’ წევრებისაგან შედგება, სენაკს სავარაუდოდ ხვალ,11 მაისს ეწვევა.

როგორც გამგებელმა აღნიშნა, ის პირველ რიგში ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და საზოგადოების წინაშე: “ჩვენი საქმიანობის ძირითადი ქვაკუთხედი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და ინფორმირებულობაა”.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ მოუწოდა საზოგადოებას, არ აყვნენ დაგეგმილ პროვოკაციებს და თავიდან აირიდონ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.