“ნაციონალები” ფოთის მერის გადადგომას ითხოვენ

0

11109506_928362600553150_1162824853858155271_nსაპარლამენტო უმცირესობის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” სერგო რატიანი ფოთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით ფოთში მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროპაგანდისტულ ფილმზე მიყვანის პროცესს ფოთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდნენ. სერგო რატიანის განცხადებით, სწორედ მათ დაავალეს ფოთის რესურსცენტრს მოზარდების ფილმის ჩვენებაზე მიყვანის ორგანიზება.

“ამ პროცესში მონაწილეობას ღებულობდა ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ორივე ადამიანი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან”-აცხადებს პარლამენტის დეპუტატი.

სერგო რატიანის განცხადებას დღესვე უპასუხა ქალაქ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ისევ უკან მოტოვებული 9 წელი გაახსენა.

“ფილმის ჩვენება ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. მე მიკვირს, რატომ აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ასეთი პანიკური დამოკიდებულება იმ ქმედებების მიმართ, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ჩადიოდნენ. მე მინდა ბატონ რატიანს კითხვა დავუსვა: სად იყვნენ ისინი, როდესაც ჩემს სახლს ცხრილავდნენ 2008 წელს?”-აცხადებს ფოთის მერი.

სხვა ახალი ამბები: