“ნაციონალური მოძრაობა” ინიციატივით გამოდის

0

nacნაციონალური მოძრაობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ნაციონალები მიიჩნევენ რომ აუცილებელია საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონის მიღება. კანონპროექტი დღეს პარტიის ოფისში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ წარადგინა.
მისი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური გახდა თემა დსთ-ში გაწევრიანებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რაზეც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური პირები საუბრობენ. სწორედ ამან წარმოშვა საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა.
“გვინდა წარმოგიდგინოთ კანონპროექტი საქართველოს კურსის უცვლელობის შესახებ. ეს ეხება სტრატეგიულ საკითხებში კურსის უცვლელობას, რომელიც შედგება სამი კომპონენტისაგან. პირველი -ჩვენი კურსის უცვლელობა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არც ერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ კურსს; მეორე – საქართველოს დეოკუპაციისკენ მიმართული პოლიტიკა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა; მესამე- საქართველო არ გაწევრიანდება დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში და ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, საბაჟო კავშირში და სხვა პოსტ-საბჭოთა გაერთიანებებში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა არის წამყვანი ძალა და გაერთიანებებში, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას,”- განაცხადა ბარამიძემ.

სხვა ახალი ამბები: