ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილს ფატთომასშტაბიანი მიტინგის გამართვას გეგმავს

0

post-29-1348469704„ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილს ფატთომასშტაბიანი მიტინგის გამართვას გეგმავს.

მიტინგის თარიღი დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დაანონსა.

„19 აპრილს, თბილიში, ძველი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ქვეყნის პატრიოტი ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი, ვინც მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გხზას და არ სურს საქართველოს წარსულში დაბრუნება“- განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის და მისი მეგობრები მიტინგისთვის მზადებას დღეიდან იწყებენ და ჩავლენ ყველა ქალაქსა და სოფელში, მივლენ თვითეულ ადამიანთან და პარტიის სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

სხვა ახალი ამბები: