ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს ზუგდიდის გამგეობა პასუხობს

0

DSC01073ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგი 19 აპრილის აქციაზე მხარდამჭერების გადასაყვანად საჭირო მიკროავტობუსების მძღოლებსა და სოფლის რწმუნებულებს მიეძღვნა. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა დამენიას განცხადებით ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია სწორედ ამ ორი კატეგორიის ადამიანებს აშინებს.

„აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველების გადააგილების უზრუნველსაყოფად ჩვენ მოველაპარაკეთ 16-მდე მიკროავტობუსის მძღოლს, თუმცა როდესაც პარტიამ მათთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა, მათ უარი განაცხადეს. მძღოლებს უარის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მძღოლებს ეგრეთწოდებული დეპოლიტიზებული პოლიცია აშინებს. რწმუნებულებს კარგა ხანია დააწერინეს განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე ისე რომ განცხადება დათარიღებული არ არის. თითოეულ სოფელზე გარკვეული კვოტაა დაწესებული, თუ სოფლიდან მათ მიერ განსაზღვრულზე მეტი ადამიანი წავიდა აქციაზე, სოფლის რწმუნებულს მოხსნიან. არ მინდა რომ ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო, ამიტომ ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ“,-აცხადებს ლაშა დამენია.

დამენიას ბრალდებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ღურწკაია უსაფუძვლოს უწოდებს.

“ბატონ ლაშა დამენიას მინდა ვუთხრა, თუ მისი პარტია სარგებლობს ძალიან დაბალი რეიტინგით ზუგდიდში და თუ მოქალაქეების მობილიზაციას ვერ ახერხებენ 19 აპრილის აქციაზე ამაზე პასუხს ნამდვილად ვერ აგებს ვერც პოლიცია და რათქმაუნდა ვერც გამგეობა. პოლიცია აკეთებს თავის საქმეს, სამართალდამცავი ორგანოები დღეს იცავენ სიმშვიდეს და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას. არ არიან ჩართულნი წინა ხელისუფლების მსგავსად აქციების თემებში და არც რამე პოლიტიკურ საკითხებში. მითუმეტეს არ მონაწილეობს ასეთ საკითხებში გამგეობა. ჩვენ ახლა დაკავებული ვართ სოფლის მეურნეობის საკითხებით. ამ მავე საკითხებით არიან დაკავებულნი სოფლის რწმუნებულები. ასე რომ აქციებისთვის არც ხალხს სცალია და არც ხელისუფლებას. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები არსებობს”-აცხადებს მაია ღურწკაია.

სხვა ახალი ამბები: