“ნაციონალური მოძრაობის” დროშაზე წითელმა გულებმა ჯვრები შეცვალეს

0

1381005806_1“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხუთჯვრიანი დროშა ამჟამად გულებმა ჩაანაცვლეს. თანაპარტიელებს ახალი დროშა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყრილობაზე წარუდგინა.

ახალ დროშაზე ნაცვლად ხუთი ჯვრისა, მხოლოდ ერთი ჯვარია. ოთხი პატარა ჯვრის ადგილი კი წითელმა გულებმა დაიკავა.

1150890_10200588368420697_1915279476_n“თქვენ შეეამჩინეთ ახალი დროშა. მინდა გითხრათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროშა ერმა ეროვნულ დროშად აიტაცა. მე გთავაზობთ ახალ დროშას – ჯვრის გარშემო გაერთიანებულ სიყვარულის დროშას, აღმშენებლობის დროშას. ეს დროშა ნიშნავს შემდეგ რამეს – ეს არის ქრისტიანული ფასეულობების გარშემო გაერთიანება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: