“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისთან სიტუაცია დაძაბულია

0

10336662_1432364773695616_6760666338598333357_nწინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გაუჩინარებული დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას ოჯახის წევრები და ნათესავები ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. 
შემთხვევის ადგილზე ზუგდიდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც აქციის მონაწილეებს პარტიის ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

რამდენიმე წუთის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისთან პოლიციის დამატებითი ჯგუფებიც გამოიძახეს.
ამ წუთებში ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა–შემოხლასა და მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისთან პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის ახლობლებისა და ოჯახის წევრების აქცია უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. გარდაცვლილთა ახლობლები და ოჯახის წევრები დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ, მათ შორისაა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც ამჟამად კენჭს ზუგდიდის გამგებლობაზე იყრის.

 „ჩემი შვილის თავის ქალა მაინც მინდა, გულში რომ ჩავიხუტო. დაისაჯოს ყველა ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ახალაია, გუნავა და შამათავა“-აცხადებს დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი.

სხვა ახალი ამბები: