“ნაციონალური მოძრაობის” სიის მეთხუთმეტე ნომერი ფოთის რესურსცენტრის უფროსი გახდა

0

qorqiaaფოთის საგანმანათლბლო რესურსცენტრის უფროსად გოჩა ქორქია დაინიშნა.როგორც ქორქია აღნიშნავს, მან აღნიშნული თანამდებობა ჩატარებული კონკურსის შედეგად დაიკავა. მისივე განმარტებით ფოთის რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მეოთხედ ჩატარდა და დადებითი პასუხი მან გუშინ, 29 ივლისს მიიღო.

ცნობისათვის, გოჩა ქორქიას აღნიშნული თანამდებობა  2006  წლის მაისიდან  2011 წლამდეც ეკავა.  2011 წლიდან  დღემდე კი  იგი მე  3 საჯარო  სკოლის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ქორქია 2010 წელს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მოქმედი რესურსცენტრის ხელმძღვანელი “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო სიაში ბოლო, მეთხუთმეტე ნომერი იყო.

გოჩა ქორქიას განცხადებით ის მუშაობას ოფიციალურად ორშაბათიდან შეუდგება. 

სხვა ახალი ამბები: