“ნაციონალურმა მოძრაობამ” წალენჯიხის გამგებლად შოთიკო იზორია წარადგინა

0

166131_182166895146713_5883126_nწალენჯიხის მუნიიციპალიტეტის გამგებლად “ერთიანმა ნაციონაალურმა მოძრაობამ” სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიის ყოფილი იურისტი შოთიკო იზორია წარადგინა. ამ წუთებში “ნაცმოძრაობის” წევრები და აქტივისტები წალენჯიხის კინოთეატრის შენობაში არიან შეკრებილნი. ისინი დღესვე წარადგენენ მაჟორიტარ დეპუტატებსაც.

გამგებლის კანდიდატი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წალენჯიხაში გიგი უგულავამ და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინეს.

ცნობისათვის, შოთიკო იზორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში 2004-2013 წლებში გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის გუბერნატორ ზაზა გოროზიას კადრი იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  იზორიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. შოთიკო იზორია ქალაქ ჯვარის მკვიდრია.

სხვა ახალი ამბები: