„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვირთხები აღმოჩდნენ

0
news_26411საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ „ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრის მიერ, პარტიის დატოვების ფაქტის შეფასებისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” ვირთხები აღმოჩდნენ, რომლებიც გაიქცნენ.

აღნიშნულის შესახებ გოგა ხაჩიძემ „პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში არსებობენ გარკვეული ჯგუფები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მედროვეებს ეძახიან და ისინი პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით მოქმედებენ. არიან ადამიანები, რომლებიც პარტიულ აქტივს წარმოადგენენ და ადამიანები, რომლებიც იდეის გარშემო არიან გაერთიანებული. მინდა, ვუთხრა „ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს: „ნაციონალურ მოძრაობაში” აღმოჩდნენ ვირთხები, რომლებიც გაიქცნენ, მაგრამ ამავე დროს არიან ადამიანები, ჩემი ჩათვლით, რომლებიც იდეის გარეშემო არიან გაერთიანებული და მათზე არავითარი ზეწოლა არ იმოქმედებს”, – განაცხადა ხაჩიძემ.

ამასთან, ხაჩიძემ ზურაბ გაჩეჩილაძის მიერ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შეფასების კომენტირებისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, ის გაჩეჩილაძის დიდი ხნის მეგობარია, ამიტომ ამ ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს, მით უფრო, რომ გაჩეჩილაძის მიერ ფრაქციის დატოვების მიზეზები ჯერ არ იცის, რადგან მასთან კონტაქტი ამ დრომდე არ ხერხდება.

სხვა ახალი ამბები: