“ნაციონელების” ოფისებს სამეგრელოში ლაყე კვერცხები და ფერადი საღებავები ესროლეს

0

1503390_422576291269399_4308260405620495845_n-636x395წუხელ, გვიან ღამით “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. შენობას ჩამტვრეული აქვს ფანჯრები, კედლებს წითელი საღებავები შეასხეს, მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის საწინააღმდეგო წარწერები დატოვეს. ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების განცხადებით შენობას რამდენიმე ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

მსგავსი შემთხვევები რეგიონის მასშტაბით კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხობის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილში  მოხდა. ინციდენტებთან დაკავშირებით, აღძულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.