“ნახევრად კრიმინალური ძალა არც ეროვნულია და არც ინტერნაციოლური. ეს კლეპტოკრატიაა”

0
150481_502301476499235_1160521380_n“10 ათასი ნაციონალი ბიუროკრატის და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის შეკრება ვერანაირად ვერ იქნება ეროვნული მოძრაობა”,- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თანასწორობის ინსტიტუტის” ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე 19 აპრილს გამართულ აქციას.
“10 ათასი ნაციონალი ბიუროკრატის და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის შეკრება ვერანაირად ვერ იქნება ეროვნული მოძრაობა. დუბაიში, ავსტრიაში და ტაილანდში ხალხის ფულების მხარჯავი ნახევრად კრიმინალური ძალა არც ეროვნულია და არც ინტერნაციოლური. ეს კლეპტოკრატიაა. სერიოზულად მეშინია გიგა ბოკერია საბოლოოდ ისე შეაძულებს დასავლეთს ქართველ მოსახლეობას რომ ახალ რეფერენდუმს მოაწყობინებს და 90 პროცენტით შევლენ რუსეთში. გიგა, 1 წელი მაინც მოგეკეტა, რაღა ვქნა!” – აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.
კაკაბაძეს მიაჩნია, რომ 19 აპრილი ნამდვილად იყო ისტორიული დღე, თუმცა არა „ნაციონალური მოძრაობის” აქციის, არამედ პარლამენტის მიერ შრომის კოდექსის მიღების კუთხით.
“19 აპრილი ნამდვილად ისტორიული დღე იყო – მინდა ყველას მივულოცო. საქართველომ მიიღო ევროკავშირის მიერ დიდი ხნის მოთხოვნილი შრომის კოდექსი – რომლითაც გააუქმა მონობა საქართველოში. ეს სიდუხჭირესთან ბრძოლაში პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. და თან ნაცმოძრაობის 10-12 ათას აქტივისტს, პენსიონერს და ბიუროკრატს პოლიციამ ყოველგვარი რეზინის ტყვიების და ცემის გარეშე უპრობლემოდ მიეცა საშუალება ორსაათნახევარი ეყვირათ და “ჯოს-ჯოს!” ეძახათ თბილისის ცენტრში. როგორც ეტყობა შრომის კოდექსის მიღების ისტორიული დღე აღნიშნეს მათაც!” –აცხადებს ირაკლი კაკაბაზე.

 

სხვა ახალი ამბები: