ნეპოტიზმი წალენჯიხაში: სოფლის რწმუნებულებად თანამდებობის პირთა ნათესავები ინიშნებიან

2

nepotizmiწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი გამგებლების დანიშნვის პროცესი გრძელდება. სოფელ ჭალეს შემდეგ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ადგილობრივი მოსახლეობა უკავშირდება სოფელ მუჟავადან, რომლებიც ამბობენ, რომ სოფლის რწმუნებულად ინიშნება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი სახე სოფელშიალფერ არქანია, რომელიც წინა წლებში არასაუწყებო დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.

ადგილობრივების განცხადებით ალფერ არქანია “ნაციონალია” ის ამავე დროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის ლაშა არქანიას ღვიძლი ბიძაშვილია.

“წალენჯიხაში ყვავის ნეპოტიზმი დაუკანონობა. არავინ არაფრის გამკითხავი არ არის. ყველგან ახალი კადრები კომპლექტდება “ნაციონალებით” და დიდი ეჭვია მოსახლეობაში რომ ეს განგებ კეთდება. ვიღაცას უნდა, რომ არჩევნები ისევე წააგოს სამეგრელომ, როგორც ეს მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. წინ აღვუდგებით ყოველგვარ უკანონობას და გაჩერებას არ ვაპირებთ. ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვთ კარგად გაეცნოს სიტუაციას განსაკუთრებით წალენჯიხის რაიონში, რომელსაც ერთპიროვნულად მართავს საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია”-აცხადებს მუჟავას მკვიდრი ნინო შონია.

სხვა ახალი ამბები: