ნესტან კირთაძის მუდმივი მშვიდობის დეკლარაციის პრეზენტაცია ენგურის ხიდზე

0

kirtadzeენგურის ხიდთან პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნესტან კირთაძემ შტაბის წევრებთან ერთად ხელი მოაწერა მუდმივი მშვიდობის დეკლარაციას. ამასთანავე, დღეიდან დაიწყო საყოველთაო ხელმოწერების შეგროვება შემოთავაზებულ დეკლარაციაზე. ნესტან კირთაძესთან ერთად დეკლარაციაზე ისაუბდა ყოფილმა ”სამშობლოს მაძიებელმა” და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელმა ვახუშტი ფარცვანიამ.

„ჩვენს უკან, ქართველებისთვის ყველაზე გრძელი ხიდია, თუმცა დღეიდან ეს ხიდი მუდმივი მშვიდობის ხიდი უნდა გახდეს. ვავრცელებთ მშვიდობის გზავნილს აფხაზების და ოსების მიმართ და ვეუბნებით მათ, რომ 5 წლის წინ, აგვისტოს ომმა ხელახლა ჩაითრია ნანგრევებში ჩვენი სამომავლო ურთიერთობები. ასე ვეღარ გაგრძელდება. ნანგრევებიდან ამოვიყვანთ ამ ურთიერთობებს და ვეტყვით ნათესავ ხალხებს, რომ ყველაზე გრძელი გზა ჩვენი ურთიერთობების, ეს არის მშვიდობა“-განაცხადა ნესტან კირთაძემ.

ნესტან კირთაძეს იმედი რჩება რომ საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანს მათ ინიციატივას და საქართველოს კონსტიტუციაშიც ჩაიწერება მუდმივი მშვიდობის რეალური მექანიზმი.

სხვა ახალი ამბები: