ნიკა გვარამიას ვეტო ხალხის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

0

524042_201823989945141_1054597533_nგუშინ, ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტის – “საქართველოს ვარსკვლავის” მერვე ლაივ-კონცერტზე, უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა. აუთსაიდერების გამოცხადების შემდეგ, სცენაზე მოულოდნელად ნიკა გვარამია აიჭრა და რუსთავი 2-ის სახელით განცხადება გააკეთა.

მაყურებლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პროექტს კონკურსანტი მარიკო ლეჟავა ტოვებდა, ვეტო დაადეს.

ამ გადაწყვეტილებას, “საქართველოს ვარსკვლავის” გვერდზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. საგრძნობლად იმატა უარყოფითმა კომენტარებმა პროექტის ორგანიზატორების მიმართ. მათი აზრით, ეს იყო უსამართლობა მაყურებლის მიმართ, რომლებმაც ზარები არ დაიშურეს იმისთვის, რომ თავისი ფავორიტი ოთხეულში ეხილათ და ახლა ისევ ხუთეულში უნდა იყოს და სამეულში მოხვედრის შანსი შეუმცირდათ.

ნაწილი მიიჩნევს, რომ ვეტოს უფლება ჩავარდნილი ზარების რაოდენობის გასაზრდელად და მარიკო ლეჟავას გადასარჩენად გამოიყენეს. შემდეგ ტურში მარიკო რომ დარჩეს, მათი აზრით მაყურებლისაგან დიდი აგრესია წამოვა და სამართლიანიც იქნება.

სხვა ახალი ამბები: