ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების წარმომავლობაზე არაფერი იცის

0

gvaramiaaaaaaტელეკომპანია „რუსთავი–2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მასალის წარმომავლობაზე, რომელიც გუშინ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გავიდა მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

ამის შესახებ გვარამიამ პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

„რა კითხვები ექნება გამოძიებას დღევანდელ დაკითხვაზე ცნობილი არ არის. მე მაქვს ვარაუდი, რომ საკითხი შეეხება გუშინ გავრცელებული მასალების მოპოვებას და წყაროს. მე ამასთან დაკავშირებით უბრალოდ პასუხებიც არა მაქვს, იმიტომ, რომ ჩემთვის უცნობია, ეს არის გამოძიების შედეგი. ჟურნალისტს აქვს ის პრივილეგია, რომ არ გაამხილოს მასალების მოპოვების პერიპეტიები არც წყარო და არც მეთოდი“,–განაცხადა გვარამიამ.

მთავარ პროკურატურაში ნიკა გვარამიას დაკითხვა უახლოეს წუთებში დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: