ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

0

nika-gvaramia-1ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის იმისათვის, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა აქვს მიღებული.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღეს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,მინდა გავიხსენო წინა წლებში და მათ შორის პირადად ჩემი არცთუ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩემი მხრივ, მინდა ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. მართალია, ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ჩემთვის იყო ცნობილი, იყო მოპოვებული ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო დისკრეციას, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაშინ არასწორედ იყო მიღებული და ამგვარი პრაქტიკით შეიალახა ძალიან ბევრი ადამიანის დემოკრატიის ფუნდამენტური დაცული სიკეთე _ ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა. ამ პრაქტიკის გამო, ადამიანებმა ვინც ამ ჩანაწერებში ფიგურირებდნენ, მიიღეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი. რისთვისაც გულწრფელად გამოვხატავ ჩემს წუხილს,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სხვა ახალი ამბები: