ნიკიტა მარშინოკი: “ჩვენ ანაკლია ავირჩიეთ და ეს იქნება ჩვენი ფესტივალის სიმბოლო”

0

882663_526389300737995_369061178_oელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც “კაზანტიპის” ანალოგი იქნება და ადგილობრივ ტრადიციებზე მორგებული, წელს საქართველოში, კონკრეტულად კი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ანაკლიაში გაიმართება”-ამის შესახებ ტელეკომპანია “დოჟდი” ფესტივალის ორგანიზატორის, ნიკიტა მარშუნოკზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში მარშუნოკი აცხადებს, რომ მას ძალიან მოეწონა შავიღვისპირა ქალაქი ანაკლია და გადაწყვიტა ტრადიციული მუსიკალური ფესტივალი ყირიმიდან სწორედ აქ გადმოიტანოს.

“ეს იქნება ახალი ერა ტრადიციული მუსიკალური ფესტივალისა, რომელიც საქართველოს ტრადიციებზე მორგებული და ნოვაციური იქნნება. პირველ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 50.000 უცხოელ სტუმარს ველოდებით, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი გახდება. აქ, ამ პატარა ქალაქ ანაკლიაში ჩაიდება მილიონობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც კიდევ უფრო განავითარებს ადგილობრივ ბიზნესს. ფესტივალთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებები გავმართეთ ტურიზმის დეპარტამენტთან და მის ხელმძღვანელთან გიორგი სიგუასთან. საქართველოში შემოთავაზებული იყო ორი ქალაქი ფესტივალის ჩასატარებლად ბათუმი და ანაკლია. ჩვენ ანაკლია ავირჩიეთ და ეს იქნება ჩვენი ფესტივალის სიმბოლო”-განაცხადა ტელეკომპანია “დოჟდის” ეთერში ნიკიტა მარშუნოკმა.

სხვა ახალი ამბები: