ნიკიტა მარშუნოკი: “თუ არ გინდათ რომ „კაზანტიპი“ თქვენს ქვეყანაში იყოს, დაგემშვიდობებით”

3

marshunok“კაზანტიპის” რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრიორიტეტების გადახედვას ურჩევს.

“ვფიქრობ რომ მორალურ მხარეზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს, რადგანაც აქ არაფერი ისეთი არ არის. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ, ის რაც თქვენი კანონდებლობით დაშვებული არ არის, “კაზანტიპზე” არ იქნება. რომელ მორალზეა საუბარი, როდესაც ამდენი ბორდელი, ქუჩის პროსტიტუცია და კაზინოა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეკონომიკის მინისტრის პოზიცია, წესით მინისტრი ეკონომიკურ პრიორიტეტებზე უნდა ფიქრობდეს. მე მას პრიორიტეტების გადახედვას ვურჩევ. მე მას ბიზნეს ფორუმზე შევხვდი ანაკლიაში, ამიტომაც თავიდანვე მისი დამოკიდებულება ჩემთვის ცნობილი იყო. ამ პროექტის ეკონომიკური მხარე ბევრად უფრო დიდია ვიდრე მაზე მიდის საუბარი და ის რეგიონის განვითარების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია”, – აცხადებს “კაზანტიპის” რესპუბლიკის პრეზიდენტი.

რაც შეეხება მიწაზე არენდას და გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “კაზანტიპი” ანაკლიაში 10 წლის მანძილზე ჩატარდება, ამაზე რესპუბლიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაფერი ქართველი ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული.

“როდესაც მორჩება “კაზანტიპი” და 1 სექტემბერი გათენდება, ჩვენ მოვისმენთ ხალხი პოზიციას. თუ თქვენ არ გინდათ რომ „კაზანტიპი“ თქვენს ქვეყანაში იყოს, დაგემშვიდობებით”, – აცხადებს მარშუნოკი.

სხვა ახალი ამბები: