ნიკიტა მარშუნოკი: “კაზანტიპის” მოწინააღმდეგეებს უნდათ ყურადღების ცენრში მოხვედრა”

0

MARSHUNUUUUKკაზანტიპის  ფესტივალის სპონსორების შესახებ ინფორმაციას პროექტის ორგანიზატორები ამ დრომდე არ ახმაურებენ. კაზანტიპის “რესპუბლიკის პრეზიდენტი” ნიკიტა მარშუნოკი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ექსკლუზიურ მხარდამჭერად კომპანია ,,სნო’’ მოიაზრებოდა, თუმცა კომპანიაში გავრცელებული ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც ,,სნოში’’ განაცხადეს, კომპანია ,,კაზანტიპის’’ ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა და პროექტში არ მონაწილობენ.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც კაზანტიპის სპონსორად მოიზარებოდა ,,ნატახტარია’’. კომპანიაში კაზანტიპის სპონსორობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებას ადასტურებენ, თუმცა როგორც კომპანიაში განმარტავენ, ორგანიზატორებთან შეთანხმება ვერ შედგა და ,,ნატახტარი’’ პროექტის სპონსორი არ იქნება.

ცნობილია, რომ მასშტაბური პროექტის ჩატარებას ანაკლიაში საქართველოს საპატრიარქო ეწინააღმდეგება. ფესტივალის წინააღმდეგ 14 აგვისტოს ანაკლიაში, სასულიერო პირთა აქციაც ჩატარდება.

სასულიერო პირთა მიერ დაგეგმილ აქციას “კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტიც” გამოეხმაურა. როგორც ნიკიტა მარშუნოკი აცხადებს,ის მზადაა შეხვდეს სასულიერო პირებს და მათ ყველა შეკითხვას უპასუხოს.

“რა ამოძრავებს ამ ადამიანებს? ჩემი აზრით, მათ სურთ რაღაც რეზონანსი მოახდინონ, . თუ მათ რაიმე შეკითხვები აქვთ, მე მზად ვართ შევხვდე და პასუხი გავცე ყველა მათ კითხვას,” – აცხადებს მარშუნოკი.

სხვა ახალი ამბები: