ნიკიტა მარშუნოკი: “კაზანტიპთან” დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი”

0

nikita_marshinokiანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯურნალისტებს კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა განუცხადა.

მარშუნოკმა დღეს ბიზნეს ფორუმზე, რომელიც ანაკლიაში მიმდინარეობს, ფესტივალის პრეზენტაცია გამართა. ამასთან, მან ფორუმის მონაწილეებს ფესტივალის შესახებ ვიდო-რგოლი უჩვენა.

„მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. მანამდე კი მე ვსვამ კითხვას, სჭირდება კაზანტიპი საქართველოს, თუ კი – ჩვენ მზად ვართ“, – ამბობს ნიკიტა მარშუნოკი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი სიგუას განმარტებით, კაზანტიპის ფესტივალის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. მისივე თქმით, კაზანტიპი ფესტივალი ანაკლიის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

„კაზანტიპის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია არის ძალიან საინტერესო და ცვენ მას განვიხილავთ. ეს ფესტივალი არის მუსიკის, სპორტისა და ხელოვნების ძალიან დიდი მოვლენა“, – აცხადებს სიგუა.

სხვა ახალი ამბები: