ნიკოლოზ ვაშაკიძე: „ნაცმოძრაობის“ ახალი დროშა ალანა გაგლოევას მაგონებს”

0

maxresdefault„ნაცმოძრაობის ახალი დროშა რაღაცით ალანა გაგლოევას მაგონებს“, – ეს სტატუსი “ნაციონალური მოძრაობის” თანაგუნდელმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
პარტიის ახალი დროშის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივამ, რომ ხუთჯვრიანი დროშა ერთი ჯვრით და ოთხი გულით შეიცვალოს, საზოგადოებას, მათ შორის, ცნობილ სახეებსაც და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრეებსაც კი სხვადასხვა ინტერპრეტაცია „გაუღვიძა“.
ახალი დროშის სიმბოლოებს ვრცელი სტატია მიუძღვნა გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“. დღევანდელ ნომერში იგი სათაურით – „ორი „დუბინკა“ და ოთხი უკანალი“ გამოქვეყნდა. სტატიის ავტორს ე.წ. „გულებმა“ თავდაპირველად ცნობილი ესპანელი კონკისტადორის, მექსიკის დამმონებელი ფერნანდო კორტესის დროინდელი ის მინიატურები გაახსენა, რომელზეც აცტეკების მიერ მათი ღმერთების – კეცალ-კოატლისა და უიცილოპოჩტლისადმი შეწირული ესპანელი დამპყრობლების გულები და თავებია გამოსახული. „მიშარასტების დროშაზე გამოსახულია არა ჯვარი, არამედ – ორი „დუბინკა“ , რომლითაც ალექსანდრე მუხაძეები, ახალაიაები, კოხტა კოდუები, გოგა ონიანი, მექის ქარდავები ქუჩაში, ციხეებსა თუ სამეგრელოს სოფლებში მოწყობილ სამალავებში ხალხს სიკვდილის პირამდე სცემდნენ და აუპატიურებდნენ. ხოლო ე.წ. „გულების“ ნაცვლად გადაჯვარედინებულ „დუბინკებს“ ზემოთ და ქვემოთ ამშვენებს ადამიანის „უკანალის ოთხი სქემატური გამოსახულება და სხვა არაფერი“, – ამბობს ავტორი.
მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც გამოეხმაურა: „ნებისმიერი ორგანო რომ დაახატოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ დროშას, მათ შინაარსს და საქმიანობის მაინც ვერ დაავიწყებს საქართველოს მოსახლეობას“, – ასე შეაფასა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთჯვრიანი დროშის შეცვლის ახალი ინიციატივა. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მე-6 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა და, ხუთჯვრიანი დროშის ნაცვლად, თანაპარტიელებს ერთი დიდი ჯვარი და წითელი ფერის გულები შესთავაზა.

სხვა ახალი ამბები: